ესპანეთში სამედიცინო შეცდომის გამო 8 მასწავლებელმა კოვიდ ვაქცინის 6 დოზა ერთდროულად მიიღო. შემთხვევა ანდალუსიის პროვინცია სევილიაში მოხდა. ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებლები პარასკევს 4 ივნისს აცრეს. თითოეულმა ფაიზერის ვაქცინის ამპულის მთლიანი შემცველობა მიიღო, რომელიც 6 დოზაზეა გათვლილი. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, განსაკუთრებით ძლიერი სიმპტომები არავის გამოვლენია. დღეს ყველა აცრილი ჩვეულებრივ სამსახურში გამოცხადდა. მანამდე მსგავსი ინციდენტები გერმანიასა და იატალიაში მოხდა.