ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათიდან ქუთაისისკენ, ჰესის მშენებელი კომპანიის "ენკას" ოფისის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათი ინფორმაციით, ეს არის კიდევ ერთი გამაფრთხილებელი შეკრება. აქტივისტებმა ენკას ოფისის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტითაც დალუქეს. ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რიონის ხეობის მცველები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. "ნამახვანჰესის" მშენებლობას "რიონის ხეობის მცველები" უკვე 220 დღეზე მეტია აპროტესტებენ.