საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 3:0 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალ შეხვედრას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე კოსოვოს ეროვნული ნაკრები იქნება.