რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.