ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
ამ დროისთვის ზრუნვის სააგენტომ ჯამში პანსიონატიდან 11 არასრულწლოვანი გამოიყვანა, რომელთა შორის 1 შშმ სტატუსის მქონე ბავშვია, ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას.