შუახევში ქართულ ჭიდაობაში სკოლებს შორის აჭარის პირად და გუნდურ თანრიგში პირველობა გაიმართა. შეჯიბრში შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ათი სკოლის 22 მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები მედლებით, თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.