ოქტომბრამდე ქვეყანაში კორონავირუსის 3 მლნ 200 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა შემოვა - ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2021, 20:20 1457 ნახვა

ამ დროის მონაცემებით ჯამში აჭარაში მხოლოდ 16 185 მოქალაქეა აცრილი. ვაქცინის დასაჯავშნად კი პირველ დოზაზე ადგილი აღარაა. მხოლოდ ასტრაზენეკას დაჯავშნაა შესაძლებელი, პრეპარატით ვაქცინაცია კი 45  წლიდან იწყება.

ასაკობრივი შეზღუდვა არ ეხება სინოვაკს და ამ დღეებში პირველ დოზებზე მხოლოდ სინოვაკზე იყო ღია რეგისტრაცია, თუმცა აჭარაში ჯავშნისთვის დღეს ყველა ფანჯარა უკვე შეივსო. ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ოქტომბრამდე 3 მილიონზე მეტი კორონავირუსის ვაქცინის დოზა შემოვა. რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 832 შემთხვევა, მათ შორის 66 აჭარაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში