ამოქმედდა ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვა ბელარუსის თვითმფრინავებზე, რომელიც ეხება წვდომას ევროკავშირის აეროპორტებზე და ფრენას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.
ევროკავშირმა აკრძალვა გუშინ დააწესა, პასუხად ბელარუსის მიერ სამგზავრო თვითმფრინავის იძულებაზე მინსკში დაშვებულიყო, და ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრებაზე. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას "მოეთხოვება ბელარუსის ავიაკომპანიების ნებისმიერ თვითმფრინავს უარი უთხრას დაფრინდეს, აფრინდეს ან მათ ტერიტორიებს გადაუფრინოს" - წერს ევროკავშირი განცხადებაში.
ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავია“ აცხადებს, რომ ნებართვა მიიღო რეისები აწარმოოს მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტთან, და რეისები 10 ივნისიდან კვირაში ხუთჯერ განხორციელდება. 12 ივნისიდან ავიაკომპანია ოთხ რეისს დაამატებს სტამბოლთან. ამასთან, 15 ივნისიდან ბელავია გააორმაგებს ფრენას ბათუმში, კვირაში 14 რეისამდე და გაზრდის თბილისთან წარმოებული რეისების რაოდენობასაც.