სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პროტესტს აგრძელებს. აქციის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
ისინი ერთი კვირაა აქციას თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, მართავენ. აპროტესტებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებულ ზარალს და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ.