ჩინეთმა „სინოვაკის“ ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა

05 ივნისი 2021, 12:23 1508 ნახვა

ჩინეთმა „სინოვაკ ბიოტექის“ ვაქცინა 3-დან 17 წლის ასაკის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ინ ვეიდონმა განაცხადა. მისი თქმით, I და II ფაზის კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინას აღნიშნული ასაკის ბავშვებში იმუნური რეაქციის წარმოქმნა შეუძლია და გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათისაა.

სინოვაკ ბიოტექის“ ხელმძღვანელის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციიდან 1 კვირაში ვაქცინირებულებში ანტისხეულების დონე 10-ჯერ, ნახევარ თვეში კი - 20-ჯერ გაიზარდა. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ანტისხეულებზე ხანგრძლივი დაკვირვება მანამ, სანამ კომპანია ხელისუფლებას ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების რეკომენდაციას მისცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი