covid19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალი შეიქმნა 

04 ივნისი 2021, 13:15 992 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიქმნა ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/, სადაც მოქალაქეები კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. 

პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.

თამარ გაბუნიას თქმით, Dataсov.moh.gov.ge -ზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი