მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს.
ცოტახნის წინ, გენერალურ პროკურატურასთან, სადაც უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.