საქართველოში სიარულით ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა

03 ივნისი 2021, 12:32 1210 ნახვა

საქართველოში სიარულით ფეხბურთის ასოციაცია დაფუძნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელი ზურაბ ბოქოლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ბოქოშვილი ამბობს, რომ ინიციატივის უპირველესი მიზანია ასაკში შესული მოსახლეობის ფიზიკური სიჯანსაღის გაუმჯობესება.

„რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა „საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია“. კი წავა ხუმრობები, საჩვენო სპორტია, ჩვენები ისედაც დადიან და მსგავსი, მაგრამ სერიოზულად ასეა. ეს არის 2011 წელს ინგლისში შექმნილი ფეხბურთის ვერსია, რომლის უპირველესი მიზანია ასაკში შესული მოსახლეობის ფიზიკური სიჯანსაღის გაუმჯობესება.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, თითქმის არ არსებობს პროგრამა ან რაიმე ზოგადი კონცეფციაც კი, რომელიც იზრუნებდა ასაკოვანი მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობაზე. არადა პრობლემა უმწვავესია, კოლოსალურად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები საყოველთაო დაზღვევის ხარჯზე, რომლის შემცირებაც მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების გზითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ასევე სოციალიზაციის ფაქტორი, ემოციური, როდესაც ისევ იმ აზარტს განიცდი რაც ახალგაზრდობაში გქონდა“, – წერს ზურაბ ბოქოლიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი