ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე ირაკლი მუკბანიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარის არგუმენტები კი არ გაიზიარა. მუკბანიანს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უწყების ინფორმაციით, მან 29 მაისს სოფელ გუმათში აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს.
ადვოკატის განმარტებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მუკბანიანი სპეცოპერაციით სასაფლაოზე დააკავეს, სამართალდამცავებს რიონის ხეობის მცველები ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
ამბობენ, რომ მსგავსი დაკავებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის მონაწილეების დაშინებას. გუმათში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.