მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 172 მილიონს გადააჭარბა

03 ივნისი 2021, 11:45 851 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 172 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვოლდმეტრსი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 154 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი ინფიცირების 13.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით ნაკლებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი