ბათუმში კრივის აკადემია დაარსდა

02 ივნისი 2021, 14:52 1723 ნახვა
00:00
00:00

საქართველოში  კრივის პირველი აკადემია ბათუმში გაიხსნა. იგი  ლენოქს ლუისის ცენტრის ანალოგია და იქნება ახალი საშეჯიბრო და საწვრთნელი  ბაზა, როგორც პროფესიონალი მოკრივეებისთვის, ასევე დამწყები სპორტსმენებისთვის.

ბათუმის კრივის აკადემიის მწვრთნელი უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ვლადიმერ კლიჩკოს პედაგოგი ვლადიმერ დვორცოვი იქნება. 

ასევე  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა  ბათუმის კრივის აკადემიასა და ფილადელფიის კლუბს შორის, რომელიც სამოყვარულო და პროფესიონალური კრივის, MMA-სა UFC-ის აერთიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი