„ნამახვანჰესის" ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

02 ივნისი 2021, 10:31 913 ნახვა

სასაფლაოზე სპეცოპერაციით დაკავებული  ირაკლი  მუკბანიანი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება და ბრალის წარდგენას ელოდება.  როინის ხეობის დამცველს  ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, სამართალდამცავი უწყება მუკბანიანს  პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და  თავდასხმაში ადანაშაულებს.  მისი ოჯახი, ადვოკატი და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და პროვოკაციაზე საუბრობენ.

ამბობენ,  რომ  პოლიციას არავისთვის უცნობებია, საქმე რომ იყო აღძრული და არც გამოკითხვაზე დაუბარებიათ. ადვოკატის განმარტებით,  დაკავების შემდეგ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. ასევე დაშავებულია   მისი თანმხლები რამდენიმე პირიც.  მუკბანიანი გუშინ სასაფლაოზე დააკავეს, სპეცოპერაციას   გასროლა მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუკბანიანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს,  გამაფრთხილებელი  გასროლა კი მას შემდეგ განახორციელეს, რაც დაკავებას ადგილობრივების პროტესტი და  ქვების  სროლა   მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი