მესამე სექტორის მოთხოვნა

13 ნოემბერი 2016, 00:00 3605 ნახვა

მესამე სექტორის ნაწილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის დაუყოვნებლივ არჩევას ითხოვს. ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით განცხადება დღეს “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა გააკეთა. მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, უკვე 2 თვეზე მეტია, რაც ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს@მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, რომელიც უფლებამოსილებებს სრულფასოვნად ვერ ახორციელებს, ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რითაც ქალაქი ზარალდება. ბრიფინგზე დღეს კანდიდატის შესახებაც ისაუბრეს. მესამე სექტორის აზრით, სასურველი იქნება საკრებულომ თავმჯდომარედ აირჩიოს მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა სირაბიძე. განცხადებას უკვე გამოეხმაურა ლაშა სირაბიძე. მისი თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი