საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც:
საელჩოს განმარტებით, პირები რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან „კოვიდ-19“-ის გადატანის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები:
თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, შეიძლება, დაექვემდებარონ შერჩევით (Sampling) "პისიარ“ ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს ჯანმრთელობის სამინისტრო.
ამ შემთხვევაში, ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილას გამგზავრების უფლება. თუ ტესტის პასუხი პოზიტიური აღმოჩნდება, ჯანდაცვის სამინისტრო „კოვიდ-19“ რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს მათ მკურნალობას.
იმ პირების საკარანტინო პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, რომ არიან B.1.617 მუტანტის მატარებლები, დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული "პისიარ" ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე.
თვითმფრინავის /გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან.
დაწესებული შეზღუდვების გამო, საბაჟო პუნქტი 10:00-დან 20:00-საათამდე მუშაობს.