ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა. სწორედ მათ აკისრებს პასუხიმგებლობას სამკერვალო ფაბრიკის ადმინისტრაცია თანამშრომლების მოწამვლის ფაქტზე.
საწარმოში 50-მდე თანამშრომლის, სავარაუდოდ, საკვებით მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა გრძელდება. ორი ადამიანი რჩება ამ დროისთვის კლინიკაში.