რა ღონისძიებები იგეგმება ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

31 მაისი 2021, 13:18 8085 ნახვა

ხვალ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 

ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივობები 12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება. 

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საბავშვო სტუდიები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. 

 კონცერტს შემეცნებითი შოუ პროგრამით გახსნის "PLATINA GROUP BATUMI"

 

ბათუმის კულტურის ცენტრის კახაბრის კლუბის ბავშვთა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი "მტრედები“

 

 ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მათე“

 

 ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჰანგები”

 

 ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხიხანი“

 

 კულტურის ცენტრი ,,ჰარმონია”

 

 ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბაკური“

 

 ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა“

 

 ხელოვნების სტუდია ,,ლიმპოპო”

 

 სტუდია ,,ბასტი - ბუბუ“

 

 ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდია ,,კერა“

 

 საბავშვო სტუდია ,,ზღვის შვილები“.

ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის განცხადებით, ხვალ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში საზაფხულო მატარებლები ბავშვებსა და მის მშობლებს უსასყიდლოდ  მოემსახურებიან. ასევე უფასო იქნება ბავშვებისთვის ბოტანიკურ ბაღში სტუმრობაც, სადაც დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები. 

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, დაგეგმილია შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, სახეზე მოხატვა და ასევე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში