ხმაური იყო გუმათში. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ნაწილი ხეობაში გადასვლას ტყის ბილიკით ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მოგვიანებით ვითარება " გუმათჰესთან" უშუალოდ იმ ტერიტორიაზე დაიძაბა, სადაც ბარიკადებია აღმართული. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ და პოლიციას მოუწოდებდნენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მიეცათ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი მოქალაქე.