აშშ-მა "ღია ცის" შეთანხმება დატოვა

28 მაისი 2021, 18:24 1299 ნახვა

აშშ-ი  "ღია ცის შეთანხმებას" საბოლოოდ ტოვებს. ამის შესახებ ამერიკულმა მხარემ რუსეთს განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ღია ცის შეთანხმებას" რუსეთის მხრიდან დარღვევებმა ძირი გამოუთხარა. 

1992 წელს ჰელსინკიში გაფორმებული  "ღია ცის შეთანხმება" მონაწილე ქვეყნების ავიაციას ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას ანიჭებს. შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-მა რუსეთის მიერ პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში საპასუხო ბრალდებებს აშშ-სა და მის პარტნიორებს უყენებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი