აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, იზრდება ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ივნისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს ავიაკომპანიები LOT Polish Airlines „ვარშავა - ბათუმი - ვარშავა“, Ukraine International Airlines „კიევი - ბათუმი - კიევი“, ასევე Fly Dubai „დუბაი-ბათუმი-დუბაი“ და Air Arabia „შარჟა-ბათუმი-შარჟა“.
უწყების ცნობით, მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 25-მდე ავიარეისი ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყახახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან.
პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც იხსნება.