ამერიკის ოჰაიოს შტატში ლატარეის გამარჯვებულები გამოაცხადეს, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულთა შორის გათამაშდა. მისი მიზანი მოსახლეობის იმუნიზაციის კამპანიის პოპულარიზაცია იყო. ლატარეის გამარჯვებული 22 წლის აბიგაილ ბუგენსკე გახდა. ის ერთ მილიონ დოლარს მიიღებს. ლატარეა გათამაშდა 12-დან 17 წლის მოზარდებისთვისაც. კოლეჯის სტიპენდია 14 წლის ჯოზეფ კოსტელომ მიიღო.