აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ გასულ ღამით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტთან აზერბაიჯანის პოზიციებს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. შემთხვევის რაიონში ამჟამად სიტუაციას აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს, სომეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნახიჩევანის ზონაში კი ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება-ნათქვამია უწყების განცხადებაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს პროვოკაციებისგან და ისეთი ნაბიჯებისაგან, რამაც შესაძლოა სიტუაცია გააუარესოს, თავშეკავებისკენ მოუწოდებს.