რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტის დაფინანსების მთავარი წყარო ემიგრანტები და უბრალო მოქალაქეები არიან და დოკუმენტების გასაჯაროებასაც გეგმავს. სანაცვლოდ კი იმავეს ითხოვს ამ ნარატივის ავტორებისგანაც.
საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ისევ სოფელ გუმათში ითხოვენ.
"რიონის ხეობის მცველებს" კარვები სამ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ერთ-ერთი არის კომპანია "ენკას" ბაზასთან. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოჰყვა.