26 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმი

26 მაისი 2021, 19:37 799 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს რეკრუტებმა. წელს სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ხუთ ლოკაციაზე, თბილისში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ეროვნული დღესასწაული ჯარისკაცებს, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებსა და სტუმრებს თავისუფლების მოედნიდან  მიულოცეს. ქვეყნის მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება  ქვეყნის საგარეო კურსზე, არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მედიის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა. საგარეო კურსს და ქვეყნის გამოწვევებს დაუთმო დრო სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი