გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

26 მაისი 2021, 15:27 819 ნახვა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს.

1917 წლის მეორე ნახევრიდან, გიორგი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.

1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი