ეროვნული გმირის გიორგი კვინიტაძის დაკრძალვა

26 მაისი 2021, 15:07 1017 ნახვა

რამდენიმე წუთში საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინ ეროვნული გმირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ გადმოასვენეს. ის ემიგრაციაში 1970 წელს გარდაიცვალა.

ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი, ბოლო მთავარსარდალი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი