პოლიციამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა.შსს ინფორმაციით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.