პლენარული სესიის სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. პარლამენტში შესული ოპოზიცია თითქმის სრულად ესწრებოდა სხდომას. ძირითადად მმართველი გუნდის ოპონენტებმა სასამართლო კლანზე და მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება.
ასევე ოპონენტებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება, რომ ბელარუსელი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ლუკაშენკოს რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და ქართული ოცნება მხოლოდ რბილი განცხადებით შემოიფარგლა.
სალომე სამადაშვილმა კი თქვა, რომ ხელისუფლება რეალობას აცდენილია და პარალელურ საქართველოში ცხოვრობს. ''ქართული ოცნების'' დეპუტატები კი ოპონენტებს პოპულიზმში სდებდნენ ბრალს.