ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

25 მაისი 2021, 10:02 1001 ნახვა

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს რაინეარის  თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავების ფაქტებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალონ.

ამასთან, მათ ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოუწოდეს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი