ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტული სეზონისთვის მზადაა - ბათუმის მერია

25 მაისი 2021, 11:13 2472 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტული სეზონისთვის მზად არის.

მათივე განცხადებით, ვიზიტორებისთვის არსებული სერვისები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, წელს მეტად მოქნილი, კომფორტული და მორგებული გახდა.

ბაღში მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი სერვისებით როგორიცაა, ბაღის ტერიტორიაზე ელექტრომობილით გადაადგილება, გიდის მომსახურება, საპიკნიკე და საკემპინგე მომსახურება.

პარალელურად ბაღში აქტიურად მიმდინარეობს ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელთან ერთად, ბაღში ტურისტული სეზონის მზადებას  გაეცნო.

,,ბათუმის ბოტანიკური ბაღი,  როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე რეგიონის სავიზიტო ბარათია, ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება. სერვისებს, რასაც აქამდე ვთავაზობდით ბაღის სტუმრებს, წელს უფრო მორგებული და ხელმისაწვდომი გახდა. მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა, მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა ახალი პროექტები და ბაღს უახლოეს პერიოდში რეკრეაციული ზონები შეემატება.

პროდუქტების ნაწილში, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, ასევე შედის ალპური ბოტანიკური ბაღი და ზოოკუთხე. ყველა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ბიომრავალფეროვნებით, ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებს და წელსაც სრული დატვირთვით, სერვისების შეთავაზებით, შევეცდებით ხელი შევუწყოთ დამატებით ვიზიტორების მოზიდვას. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბაღის განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივებისთვის” - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი