ინდოეთი ამჟამად გლობალური პანდემიის ეპიცენტრია. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით უკვე 300 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტები შიშობენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ბევრად უფრო დიდია. ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19 26 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
გასული ერთი თვის განმავლობაში ამ დიაგნოზით 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.
კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული მსხვერპლის მაჩვენებლით ინდოეთი, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ინფიცირების შემთხვევებით კი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე.