საქართველოში "სინოვაკის" ვაქცინით აცრა იწყება

24 მაისი 2021, 10:09 1001 ნახვა

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთა ვაქცინაცია იწყება. 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა რეგისტრაცია საიტზე booking.moh.gov.ge 21 მაისიდან მიმდინარეობს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. მისი 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

სინოვაკის“ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია ჯერ-ჯერობით არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში