დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეკრებილ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის მუშაობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.