ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი სამშობლოში გადმოასვენეს

22 მაისი 2021, 11:11 1023 ნახვა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს.ეროვნული გმირი საფრანგეთში ემიგრაციაში იძულებით 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ წავიდა და იქ 1970 წელს გარდაიცვალა.

გადმოსვენების ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, გენერალ კვინიტაძეს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც 24-25 მაისს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ხოლო 26 მაისს მას სამხედრო პატივით მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, სწორედ გენერალი გიორგი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა ბოლოს საბჭოთა ოკუპაციამდე ქართულ-არმიას, იგი ემიგრაციაში ღრმად მოხუცებული 1970 წელს გარდაიცვალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი