საბერძნეთში ტყე იწვის

21 მაისი 2021, 18:44 1079 ნახვა

ბერძენი მეხანძრეები მესამე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის გამო, რომელიც ოთხშაბათს კორინთის ყურეში გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად ატიკის პროვინციაში გადავიდა, 10 სოფლიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა და არც დაშავებულა. სტიქიას 270 მეხანძრე და მოხალისეები ებრძვიან. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 18 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენია ჩართული. საბერძნეთში ცხელ ამინდში საკმაოდ ხშირია ტყის ხანძრები. 3 წლის წინ  მსგავს ხანძარს საბერძნეტში 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში