ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ხაძარი იყო.
ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა და საცხოვრებელ სახლზე გადავიდა. შანთაძეების 6 წევრიანი ოჯახიდან არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.
ადგილობრივების და მაშველების დახმარებით, საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი გადაარჩინეს, თუმცა შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაწყებულია.
ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და შესაბამისი რეაგირება მოხდება.