Wizz Air-ი დღეიდან დორტმუნდის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი.
მაისში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან კი გდანსკი.