რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ადგილობრივ ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურების გაყიდვისას თავიანთ მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ. ამის შესახებ „როსტურიზმის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევმა სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა. მისი თქმით „როსტურიზმს“ აღნიშნული რეკომენდაციების გაწევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია.