ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ქედაში

20 მაისი 2021, 20:04 1737 ნახვა

ევროკავშირის ელჩმა ქედაში ვიზიტი სოფელ პირველ მაისში, შერვაშიძეების მარანში შეაჯამა, სადაც ემპარდის მიერ დაფინანსებული ნალიებში განთავსებული სასტუმრო დაათვალიერა. კარლ ჰარცელი ელჩი მანამდე ვეტერინალურ კლინიკას სტუმრობდა. იმყოფებოდა სოფელ წონიარისში, "შატო ივერში", რომელიც ერთდროულად რესტორანს, მარანსა და სასტუმროს აერთიანებს. ელჩმა მოინახულა გლამურული კემპინგი, სოფელ დანდალოში, ასევე დაბა ქედაში საგანმანათლებლო სივრცე და ქედის ზილოს საწარმო, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მიშაობს.კარლ ჰარცერმა აღნიშნა, რომ ქედის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს, სოფლად სხვადასხვა სფეროს, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში