ინფრასტრუქტული სამუშაოები

07 ივლისი 2021, 18:31 994 ნახვა

მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის პრესსასმსახურის ინფორმაციით,  მიმდინარეობს  შუახევი-ჩირუხის ახალდაბა-წყაროთის და ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ასევე დაბა შუახევში შენდება  სამსართულიანი სკოლა. იგი 240 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მუნიციპალიტეტში აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში