გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილეები რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან

19 მაისი 2021, 19:11 841 ნახვა

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი