საქსტატის ახალი მონაცემები

19 მაისი 2021, 14:13 1413 ნახვა

2021 წლის იანვარ-აპრილში საქსტატის ცნობით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი აზერბაიჯანია.

საგარეო ვაჭრობის შესახებ კვლევის წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.  საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სიის სათავეშია თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

2021 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 22 პროცენტს შეადგენს. მას მოჰყვება მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები,  ნავთობპროდუქტები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი