სხდომის დაწყებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სასამართლოსთან ბრალდებულების ახლობლებთან ერთად სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი განცხადებით, საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რადგან საგამოძიებო უწყებას ჰქონდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს კატარღაზე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილიც.