პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა ყურადღება იმ განაცხადზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. დევიდ მაკალისტერმა კახა კუჭავას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. ვიდეო მასალა საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმა მოგვაწოდა.