ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა - რეზო ხარაზი

18 მაისი 2021, 12:26 972 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით,  ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა მისივე განცხადებით, იგი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს შეეწირა.

რეზო ხარაზის განცხადებით, სამუშაოების დაწყებამდე კანადურ კომპანიას ავანსის სახით გადაურიცხეს 4 მილიონი დოლარი, მოგვინებით კი კომპანიის წარმომადგენლები საქართველოდან გაიქცნენ.

რეზო ხარაზის განმარტებით, იქ სადაც უნდა ყოფილიყო თანამედროვე ტიპის სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი და ყინულის მოედანი, რეალურად მივიღეთ ისე, რომ ხელისუფლებამ ერთ შემთხვევაში მილიონობით დოლარი დაკარგა, რეალური შედეგი კი არ არს, არც შენობა არსებობს და რაც აშენებულია ისიც ნადგურდება.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ლეონიძის ქუჩაზე უფუნქციოდ დარჩენილ სპორტკომპლექსზეც ისაუბრა. ხარაზმა განაცხადა, რომ იქ ანტისანიტარიაა და შენობა ნადგურდება.

"დაუსრულებელ შენობაში, მხოლოდ 2 ღონისძიება ჩატარდა. იქ დღეს წყალი ჩამოდის, პრაქტიკულად განადგურებულია. ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ ხარჯავს "ოცნების'' ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს ყოველ საარჩევნო წელს, რომ ,,ოცნების'' შავი ყულაბა შეავსოს იმ ფინანსური რესურსით, რომელიც გამოყოფილი იყო ახალგაზრდებისთვის. 

დღეს აქ უნდა ყოფილიყო თანამედროვე, რეაბილიტირებული დარბაზები, ახალგაზრდებით სავსე, თუმცა მივიღეთ ის, რაც ღარიბაშვილის ხელისუფლებისთვის არის სახასიათო  კორუფცია და განადგურებული ინფრასტრუქტურა.

კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება თავიდანვე საეჭვო იყო, მათ 4 მილიონი დოლარი გადაერიცხა. შემდეგ კი გაქრა, ,,ოცნების'' დაპირებებთან ერთად"- აცხადებს რეზო ხარაზი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, სამინისტრო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს, რაც ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებს.

მათივე განმარტებით, პროექტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კომპანია "Westincor Limited“-მა არც ხელშეკრულებით დადგენილ და არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა. რის გამოც, 2020 წლის 01 აპრილიდან შპს „სტადიონმა“,,ვესტინკორ ლიმიტედთან“ შეწყვიტა ხელშეკრულება.

"ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შპს „სტადიონი“-ს მიერ გამოთხოვილი იქნა საავანსო გადახდის ფარგლებში საბანკო გარანტია და ბიუჯეტში დამატებით შევიდა ავანსად გაცემული 3 998 000,48 აშშ დოლარი.

 

 დაწყებული პროექტი აუცილებლად გაგრძელდება ახალ კომპანიასთან, უფრო მეტიც ბიუჯეტის სასარგებლოდ ავანსიც უკვე ჩარიცხულია და ამ ყველაფერზე კონკრეტული პარტია ინფორმაციას ძალიან კარგად ფლობს და მათდა სამწუხაროდ სრულიად უშედეგოდ ცდილობენ რაიმე ზიანი მიაყენონ ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებას.

ამ ეტაპზე კომპანია "ვესტინკორ ლიმიტედთან" ხორციელდება ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, პირობების აღსრულების პროცედურები. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის დასრულებისთვის საჭირო კონკრეტულ დეტალებზე გადაწყვეტილების მიღება"-აცხადებენ სამინისტროში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში