პეტრას ციხის განახლებული ინფრასტრუქტურის გახსნა

18 მაისი 2021, 12:03 1598 ნახვა

განახლებული პეტრას ციხე იხსნება. რეაბილიტაცია სამ  წელი გრძელდებოდა, რის შემდეგაც  ციხის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, 2 საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო.

ლიმონარიუმის 4 ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და 6 ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. ასევე  მოეწყო ავტოპარკინგი და ავტობუსების სადგომი.

კომპლექსის რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში